სერვისები
კარგო
პოლო
გთავაზობს
ავტომობილების
შესყიდვისა
და
მიმღებ
პუნქტამდე
ტრანსპორტირების
სერვისების
სრულ
სპექტრს.
ჩვენი
დილერები
თავიანთი
საჭიროებების
შესაბამისად
სარგებლობენ
მომსახურების
სრული
პაკეტით
ან
სერვისების
მათთვის
ხელსაყრელი
კომბინაციით.

ავტომობილების შესყიდვა აუქციონის პლატფორმებზე

history

სხვადასხვა პლათფორმაზე ავტომობილების შესყიდვისათვის დაგჭირდებათ გახდეთ Cargo Polo-ს მომხმარებელი. ჩვენთან თანამშრომლობის დასაწყებად აუცილებელია იყოთ დილერი ან ავტომობილების ბიზნესში გამოცდილი ფიზიკური/იურიდიული პირი, რომელიც ჩვენი მეშვეობით ყოველთვიურად განახორციელებს მინიუმ 5 აქტივის შესყივას.

მომხმარებლად რეგისტრირების შემდეგ მოგეცემათ წვდომა სადაზღვევო და სადილერო აუქციონებზე (საუკეთესო აუქციონის დანარიცხით), ასევე გექნებათ სადილერო ცენტრებში ვაჭრობის, Ebay, Machinerytrader და სხვა ადგილებიდან ავტომობილების შეძენის შესაძლებლობა. გარდა ამისა, თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა ინსტრუმენტი, რომლებიც დაგეხმარებათ ავტომობილების შერჩევა/შეფასებასა და ყიდვამდე სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.

ავტომობილის შეძენა მხოლოდ ერთ მოქმედებას არ ნიშნავს და ის თავის მხრივ ბევრ პასუხისმგებლობას და საქმეს ითვალისწინებს, რასაც სერვისის მომწოდებელი შეთავაზებების სხვადასხვა პაკეტში სხვადასხვა ფორმით აკეთებს. ჩვენ გაგიზიარებთ გამოცდილებას ამ მიმართულებით და შევეცდებით თქვენი ცოდნის ხარისხის ამაღლებასთან ერთად თქვენი ბიზნესი ავიყვანოთ უფრო მაღალ საფეხურებზე.

წვდომა აუქციონების ანგარიშებზე

history

აუქციონებზე წვდომის მიწოდება მხოლოდ გარკვეული კატეგორიის მომხმარებლებისთვის ხდება. ექაუნთის ტიპი შეიძლება განსხვავებული იყოს მომხმარებლის კატეგორიიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე. პირდაპირი წვდიმის გარდა, შიპერებისთვის შევქმენით Cargo Polo-ს შეარინგ პლათფორმა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ერთი ექაუნთის ქვეშ ვიქონით 10-15 საბექაუნთი. ეს თქვენს სადილერო ქსელს უდავოდ მისცემს სწრაფი განვითარების შესაძლებლობას.

აუქციონზე წვდომასთან ერთად თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ბიდერის მომსახურებით, რომელიც თავის მხრივ დაგაზღვევთ ნებისმიერ უხერხულ სიტუაციაში.

პ.ს. - Cargo Polo თამანშრომლობს ისეთ მომხმარებლებთანაც, რომლებსაც თავიანთი აუქციონის ექაუნთები აქვთ. თუ ასეთი მომხმარებელი ხარ, შეგიძლია ჩვენი API-ს მეშვეობით ანგარიშები დააერთო ჩვენს სისტემასთან, რაც მოგცემს Cargo polo-ს ყველა სერვისით შეეუფერხებლად სარგებლობის საშუალებას.

სახმელეთო ტრანსპორტირება პორტამდე ამერიკაში

history

სახმელეთო ტრანსპორტირების შესრულების ხარისხი Cargo Polo-ში ხელოვნების დონეზეა აყვანილი. აქტიურად მოხმარებად ლოკაციებზე ჩვენი მძღოლების ავტო პარკი გვაქვს. შესაბამისად, ავტომობილები ნებისმიერ სიტუაციაში უპრობლემოდ, შეფერხების გარეშე გადაგვაქვს პორტამდე. იშვიათი გამონაკლისების გარდა, თითქმის ყოველთვის შეიძლება მოთხოვნის საფუძველზე მიიღოთ ე.წ. Pick up - ფოტოები და ავტომობილის საწყობში მიღებისა და აღწერის დოკუმენტი.

სხვადასხვა დაზიანებისა და ზომის მქონე ავტომობილების გადაზიდვისთვის ვიყენებთ სპეციალური ტიპის ტრანსპორტს რაც დაზიანების რისკებს მინიმუმამდე ამცირებს.

მანქანის აყვანის მომენტში ოპერატიულად ხდება ინფორმაციის მწოდება საფორთ მენეჯერებისთან, რომლებიც მუდამ მზად არიან უპასუხონ მომხმარებლის შეკითხვებს. თუ აყვანისას ავტომობილს აღენიშნება დაზიანებები, დილერს მიეწოდება ინფორმაცია და ის თავად იღებს სწრაფ გადაწყვეტილებას ავიყვანოთ ავტომობილი თუ დავტოვოთ აუქციონზე.

მძღოლი დეტალურად ადარებს ავტომობილის აუქციონზე გამოქვეყნებულ ფოტოებსა და მის რეალურ მდგომარეობას მანამ სანამ გადაზიდვის პროცესს დავიწყვებთ. რაიმე განსხვავების აღმოჩენის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ აცნობებს დისპეჩერს. ჩვენს სისტემაში ინფორმაციის აღნიშვნა აყვანის მომენტში, საწყობში მიღებამდე ხდება, რასაც დილერი თვალს ადევნებს თავისივე ექაუნში ავტომობილის ტრექინგის მეშვეობით.

მძღოლებთან ანგარიშსწორებამხოლოდ უნაღდო წესით ხდება, შესამაბისად, გადაზიდვით გამოწვეული დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში, გვაქვს ბერკეტი, მძღოლს დავიქვითოთ კომპენსაცია და დაქვითული თანხა დილერს გადავცეთ. ეს თავის მხრივ მოტივაციაა მძღოლისთვის, რომ მაქსიმალური ყურადღებით და სიფრთხილით გადაზიდოს მიწოდებული აქტივი.

საკონტეინერო და სასაწყობე სერვისები

history

ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ როგორც კონსილიდირებული ტვირთების(თითო აქტივის გაგზავნას) გარკვეულ მიმართულებებზე, ასევე მთლიანი საკონტეინერო სერვისის მიწოდებას, რაც გულისხმობს საკუთარი კონსოლიდაციის გაკეთების შესაძლებლობას სხვადასხვა ქვეყნისკენ.

Cargo Polo-ში შეგიძლიათ მიიღოთ შეთავაზება მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვან პორტში კონტეინერის გადაზიდვაზე. ისარგებლოთ ჩვენი ჩატვირთვის სერვისის მაღალი ხარისხით, კვალიფიციური მომსახურებით, საწყობების სიმრავლითა და გადახდის საუკეთესო პირობებით.

კონკრეტული ფასები კონოლიდირებული ან არაკონსოლიდირებული ტვირთის ჭრილში სხვადასხვა კატეგორიისა და ტიპის აქტივებზე მოცემულია სამომხმარებლო კალკულატორში.

ტვირთის/ აქტივების დაზღვევა

history

ჩვენთან შესაძლებელია სამი ტიპის სადაზღვევო პაკეტით სარგებლობა მომხმარებლის სურვილისამებრ:

1. საბაზისო დაზღვევა, რომელიც შედის ტრანსპორირების ფასში და მოქმედებს იმ შემთხევებში თუ დასტურდება უშუალოდ გადამზიდველის/ფორვარდერის ბრალეულობა დაზიანებაში. (პოლისის ტიპი არის ე.წ Freight forwarders liability)

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ პოლისზე მომხმარებლის მოლოდინი გარკვეული შემთხვევების დაფარვის თავლსაზრისით გადაჭარბებულია. ხშირ შემთხვევაში პოლისის არსი არასწორადაა წარმოჩენილი ზოგიერთი კომპანიის მხრიდან. (ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვურჩევთ დილერებს მენეჯერთან დააზუსტონ პოლისის შესახებ დეტალები).

2. აუქციონის ფოტოებით ავტომობილის დაზღვევის პოლისი - „All risk“ პოლისის ტიპი, რომელიც ფარავს მაქსიმალურად ფართო გაგებით რისკებს და მუშაობს აქტივის უშუალო გაცემამდე საბაჟო ტერმინალიდან. (მათ შორის დაცლის პროცესში მიღებული დაზიანებები , საწყობში დგომის პროცესში მიღებული დაზიანებები და ა.შ)

3. საწყობის ფოტოებიდან აქტივის დაზღვევის პოლისი მოიცავს საწყობში მისი მიღების შემდგომ დაფიქსირებული მდგომარეობით აღებულ პასუხისმგებლობას და მეორე პოლისისგან განსხვავდება მხოლოდ იმით, რომ არ იფასება აუქციონზე(სადგომზე მომხდარი) და შიდა გადაზიდვის დროს მომხდარი დაზიანებები.

დაზიანების შეტყობინებისა და დადასტურების შემდგომ გადახდა დაუყოვნებლივ გაიცემა დილერის ანგარიშზე მის ექაუნთში.

პ.ს - დილერმა თავის მხრივ უნდა იხელმძღვანელოს და დაიცვას დაზღვევის დარეგულირებისათვის საჭირო პროცედურები, რომლებიც მიეწოდება ხელშეკრულების გაფორმების პროცესში, მათ შორის დროული შეტყობინების და გადახდის გათვალისწინებით.

ტექნიკური დახმარების ჯგუფი / Support

history

პროცესების მაქსიმალური სიმარტივისათვის და მომხმარებლებისთვის კომფორტის შესაქმნელად შევქმენით ტექნიკური მხარდაჭერის გუნდი , რომელიც ინფორმაციის გამტარია დილერსა და კომპანიის ბექ ოფისის თანამშრომლებს შორის. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან ბექ ოფისში 70 -ზე მეტი თანამშრომე მუშაობს, ფუჭი დროის დაკარგვა იქნებოდა დილერის თითოეულ მათგანთან კომუნიკაცია, ამიტომ ტექნიკური მხარდაჭერის გუნდი ფილტრავს დილერის კითხვებს და ახერხებს 70% - კითხვებზე თავად გასცეს პასუხი, აუცილებლობის შემთხვევაში კი უკავშირდება საწყობის თანამშრომლებს, დისპეჩერებს, ჩამტვირთველებს , ექსპედიტორებს თუ ა.შ.

გუნდი მუშაობს 2 ცვლაში, შესაბამისად დილერებს საშუალება აქვთ ისარგებლონ ტექნიკური გუნდის მხარდაჭერით დილის 10 საათიდან ღამის 2 საათამდე ყველა სამუშაო დღეს.

საფორთის გუნდებს შეადგენს 3 წევრი: 1. ფინანსური მენეჯერი 2.უშუალო გაყიდვების მენეჯერი 3. მენეჯმენტის რგოლის წარმომადგენელი. ჯამში კი საფორთის გუნდში მუშაობს 30 - მდე თანაშრომელი რომლებიც ინაწილებენ სხვადასხვა ბაზრებსა და მიმართულებებს თავიანთი გამოცდილებისა და ცოდნის მიხედვით.

საფორთის არსებობა როგორც დილერის კვალიფიკაციისამაღლების, ისე შეცდომების პრევენციის თვალსაზრისით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი ფაქტორია სერვისის ხარისხში.

პირადი ონლაინკაბინეტი დილერებისათვის

history

კარგო-პოლო, როგორც მაღალ ტექნოლოგიური კომპანია დილერებს სთავაზობს მათთვის მაქსიმალურად მოსახერხებელ პირად ონლიან კაბინეტს სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია და მართონ პროცესი თავიანთი სურვილის შესაბამისად.

პირად კაბინეტში ყველა სამუშაო პროცესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხდება ავტომობილის აუქციონზე აყვანის მომენტიდან მის საბოლოო წერტილში მიღებამდე. გარდა ამისა, კაბინეტში არსებობს ფინანსების მართვის მოსახერხებელი მექანიზმები, სმარტ კალკულატორი და ბევრი სხვა საინტერესო სოლუშენი რომელიც დილერებს მოსაწყენი პროცესების მართვას ძალიან გაუმარტივებს.

ფინანსური მხარდაჭერა

history

კარგო პოლოში არსებობს სხვადასხვა ფორმის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამები: უშუალოდ ავტომობილის ფინანსირების მისი პორტში მიღებამდე. ან გაყიდვამდეც კი; გარკვეული სახის გადასახადების გადავადება, ავტომობილის თქვენი მხრიდან გადახდამდე გამოსყიდვის სერვისი, საბრუნავი კაპიტალის გამოყოფა შიპერებისათვის ან სულაც სამომხმარებლო ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო სესხი, რომელიც მოხმარდება თქვენი არსებული ბიზნესის მოდერნიზებას ოფისის გახსნას , სტაფის გადამზადებას რეკლამას და სხვა.

ამ საკითხების განხილვა და შეთანხმება ხდება მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად. ყველა ავტორიზებულ დილერს შეუძლია დააყენოს ფინანსური მხარდაჭერის სპეციფიკური მოთხოვნა საკუთარ მენეჯერთან, რომელიც ამ საკითხს მენეჯმენტის ბორდზე გაიტანს და დაინტერესების შემთხვევაში დილერი უკვე კომპანიის მენეჯმეტთან ერთად შეათანხმებს თანამშრომლობის პირობებს.

მარტვი საფინანსო პროდუქტები როგორებიცაა: ავტომობილის დაფინანსება მიღებამდე, ტრანსპოტრირების თანხი გადავადება, ავტომობილის გამოსყიდვა თანხის მიღებამდე და ა.შ მოთხოვნები შეგიძლიათ დააყენოთ კარგო პოლოს საფორთ განკოფილებასთან, რადგან ეს საკითხები არ საჭიროებს მენეჯმენტის ჩართულობას.

ბუქინგ სააგენტო

history

კარგო პოლოში სპეციალურად შიპერებს ვთავაზობთ ბუქინგების (გემზე კონტეინერის ადგილის) შესყიდვი მოქნილ სერვისს. კარგოპოლო ფლობს საინტერესო ბუქინგ-კონტრაქტებს ყველა წამყვან საზღვაო ხაზთან და ასევე საკმაოდ დიდი რაოდენობის შესყიდვებს რაც თავისთავად მასშტაბის ეკონიმიის ხარჯზე იძლევა ბუქინგის ფასზე შეღავათის გაკეთების საშუალებას შიპერებისათვის (თუნდაც არაპირდაპირი შესყიდვის შემთხვევაში).

ჩვენი მხრიდან ბუქინგის გაყიდვის გარდა, ასევე შესაძლებელია საზღვაო ხაზებთან ურთიერთობის საფორთი , ამ მომსახურების დამატება შიპერს შეუძლია სურვილისამებრ.

ექსტრა ფოტო / ვიდეო

history

ავტომობილის საწყობში მიღების მომენტში სტანდარტების დაცვით და ავტომობილის მდგომარეობის გათვალისწინებით ჩვენ 15-30 - ფოტოსურათს ვიღებთ ყველა რაკურსით და ყველა დეტალის მაქსიმალური დაფიქსირებით.

თუმცა, მომხმარებელს შეიძლება ჰქონდეს არასტანდარტული მოთხოვნები რომელიც ავტომობილის მიღების პროცესში (როდესაც ხდება საწყობში ავტოვოზების დაცლა) ფიზიკურად შეუძლებელია, ამიტომ პირადი კაბინეტიდან ან საფორთის მეშვეობით დილერს შეუძლია დააყენოს მოთხოვნა კონკრეტული სურათების ან ვიდეოს გადაღების შესახებ რაც რა თქმა უნდა ყველა არსებულ საწყობში იქნება შესრულებული მაქსიმალურად მოკლე ვადებში აქტივის ჩატვირთვამდე.

დოკუმენტის (თაითლის) ცვლილება

history

როგორც მოგეხსენებათ, არსებობს აქტივების გარკვეული კატეგორიები რომლებიც საჭიროებენ დამატებით მანიპულაციებს მათი ამერიკიდან ექსპორტირებისთვის. Cargo Polo გთავაზობთ უსწრაფეს, ხელსაყრელ და რაც მთავარია ფიქსირებულ სერვისს რომელიც გარკვეული გარემოებების ცვლილებასთან ერთად არ გახდება დამატებით ხარჯების გაჩენის საფუძველი თქვენი და თქვენი მომხმარებლებისათვის.

დოკუმენტაციის შეცვლის/აღდგენის საფასური განისაღვრება კონკრეტული დოკუმენტის ტიპისა და აქტივის ადგილმდებარების მიხედვით. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს აქვს შეკვეთილი Cargo Polo-ს სრული სერვისი და არა ნაწილობრივი თანამონაწილეობა, ტვირთის შენახვის საფასური შედის დოკუმენტის აღდგენის ღირებულებაში მანამ სანამ მიმდინარეობს დოკუმენტაციის აღდგენა.

როგორც წესი ავტომობილები პრობლემური დოკუმენტებით ან პრობლემური კატეგორიზებით იყიდება უფრო ხელსაყრელ ფასებად და ბევრი კომპანია(ჩვენი კოლეგები) უარს ამბობს ამ სერვისის მიწოდებაზე იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ 'არასარფიანი' პროცესია. თუმცა ჩვენთვის მომხმარებლის ინტერესი პრიორიტეტია, ამიტომ არცთუ ისე დიდი დანახარჯებით თითქმის ნებისმიერი აქტივის ექსპორტს ახორციელებთ.

ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

history

კარგო პოლოს დახმარებით შეგიძლიათ მაქსიმალურად დაიზღვიოთ თავი უსიამოვნო შემთხვევებისაგან ავტომობილის შეძენამდე. როგორც იცით, ძირითადად აქტივების შეძენა აუქციონის ფოტოების საფუძველზე და გარკვეული საექსპერტო ანალიზზე დაყრდნობით ხდება, თუმცა სწორი გადაწყვეტილების მისაღებად ხანდახან ცოდნა და გამოცდილება საკმარისიი არაა, რადგან ავტომობილის დასურათება და განთავსება პლათფორმებზე (სადაზღვევო აუქციონებზე) ხდება მისი მიღების პროცესში. ავტომობილი კი შეიძლება გაიყიდოს რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ. მანქანები ძირითადად განთავსებული არიან ღია სადგომებზე და მათი ადგილზე გადაადგილებაც ხდება ხოლმე. აქედან გამომდინარე, გაყიდვის მომენტში მათი მდგომარეობა შეიძლება არ შეესაბამებოდეს განთავსებულ ფოტოებს, რაც ძალიან უსიამონო ნიუანსია მყიდველისათვის.

ამის გარდა მომხმარებელს შეიძლება სჭირდებოდეს დაადგინოს აღდგენის ფასი ან დააზუსტოს გარკვეული დეტალები. დამატებით ინფორმაციას კი რათქმაუნდა აუქციონები არ იძლევიან.

ჩვენ გთავაზობთ 2 სახის ექსპერტიზის სერვისს:

1 - სტანდარტული აუქციონიების მიერ შემოთავაზებული დამატებითი აღწერის სერვისები.

2. ექსპერტის გაგზავნა ლოტზე(აუქციონის სადგომზე) დამტებითი ფოტო/ვიდეო აღწერის ან ინფორმაციის მისაღებად.

პ.ს - სერვისი ხელმისაწვდომია მხოლოდ დიდ ლოკაციებზე (ალიასკისა და ჰავაის გარდა)

დავალების მიღება უნდა მოხდესა არა უგვიანეს 7-10 სამუშაო დღისა აუქციონის დაწყებამდე. სერვისის ფასი განისაღვრება ინდივიდუალურად ლოკაციის და შესასრულებელი სამუშაოს მიხედვით.

ავტომობილის შეფუთვა გამოგზავნამდე

history

ხშირად მომხმარებლები მოგვმართავენ თხოვნით, ავტომობილი შეიფუთოს სპეციალური პლასტიკური მატერიით და კონკრეტული დამცავი საშუალებებით მისი ჭუჭყისგან, მტვრისგან ან ნაჩხაპნებისაგან დასაცავად.

ეს ძირითადად ძვირადღირებული ავტომობილების შემთხვევაში ხდება. ჩვენ ყველა საწყობში გვაქვს წვდომა აღნიშნულ სერვისზე.

საბროკერო და საექსპედიტორო მომსახურება

history

საბროკერო და საექსპედიტორო მომსახურების მიწოდება კონკრეტულ ქვეყანაში არსებული კანონმდებლობის და მოთხოვნების გათვალისწინებით მიმდინარეობს. ამ სერვისით სარგებლობა სავალდებულო არ არის და მომხმარებელს თავად შეუძლია გადაწყვიტოს ისარგებლებს თუ არა ჩვენი შეთავაზებით ბიზნესის ამ ნაწილში.

ჩვენი მხრიდან მოხმარებელს ავტომატურად მიეწოდება ტვირთის გადაადგილების, განბაჟების შესახებ ინფორმაცია, ფოტო/ვიდეო ავტომობილის მდგომარეობის შესახებ. ასევე საინფორმაციო შეტყობინებები სმს/ელ-ფოსტის და ჩვენი სისტემის სხვა საშუალებებით (რომლებიც მისაღები იქნება მომხმარებლისათვის).

გარდა ამისა მომხმარებელს გადაეცემა დამუშავებული დოკუმენტაცია უსწრაფეს ვადაში, რომელიც დასჭირდება შემდგომი მანიპულაციებისათვის ავტომობილის გაფორმებასთან ან სხვა პროცედურებთან დაკავშირებით.

ავტონაწილების ნაწილების შესყიდვა/ტრანსპოტრიება ძირითად ტვირთთან ერთად

history

მიმღებ ქვეყნებში ხშირად ამა თუ იმ სპეციფიური ავტომობილის ნაწილების შესყიდვა არც ისე მარტივია, ან მათი ფასის არაა ხელმისაწვდომი. ამიტომ დილერებს სურვილი ნაწილები შეიძინონ და ამერიკაშივე დააკომპლექტონ ავტომობილები. Cargo Polo-ს დახმარებით ამის გაკეთება შესაძლებელია ძალიან მარტივად. ეს სერვისი ერთდროულად გადაჭრის თქვენი და თქვენი მომხმარებლების რამოდენიმე პრობლემას.

თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი საწყობების მისამართებით და სხვადასხვა პლათფორმებზე (Ebay, amazon, Junk yards, Dealer shops...) შეიძინოთ და გამოაგზავნოთ ნებისმიერი ზომის ავტონაწილები. ჩვენ დავხვდებით, გავხსნით თქვენს შეკვეთებს და ნაწილებს ჩავაწყობთ თქვენსავე ავტომობილში.

რატომ არის ეს სერვისი მიმზიდველი?

1. პირველ რიგში ნაწილი და ავტომობილი ჩამოგივათ ერთდორულად და არ მოგიწევთ მანქანის აღდგენის შეფერხება ნაწილის ლოდინში.

2. ნაწილების ტრანსპოტირებაში დამატებით თანხას არ ვიღებთ, შესაბამისად ნაწილებს ჩამოიტანთ უფასოდ.

3. ბევრ ქვეყანაში თუ ავტონაწილები იმავე მანქანისაა, რომელშიც დევს ტვირთი და შესაბამისი ნაწილები ავტომობილზე დაზიანებულია, ნაწილები არ ექვემდებარება განბაჟებას.

ავტომობილების დაშლა / დაჭრა

history

ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა ფორმით და გზით ავტომბილების დაჭრის/დაშლის სერვისს, რომლითაც ძირითადად სარგებლობენ ე.წ. ნაწილების გამყიდველები(დამშლელები), რადგან ამ ფორმით მანქანის ტრანსპორტირება თანხის მნიშვნელოვნად დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა როგორც კონტეინერის ღირებულებაში, ისე ასევე განბაჟებაში. თითქმის ყველა ქვეყანაში კონკრეტული ნაწილების განბაჟება გაცილებით უფრო იაფია ვიდრე მთლიანი ავტომობილის.

გარდა ამისა, თუ კონტეინერში საშუალოდ 4 ავტომანქანა თავსდება დაშლილ/დაჭრილ მდგომარეობაში 10 დან 18 მანქანამდე შეიძლება მოთავსდეს.

მუშაობის ფორმატი არის შემდეგი:

ხორციელდება ავტომობილის შესყიდვა სტანდარტული ფორმით , ავტომობლი მიდის დასაშლელ/დასაჭრელ მოედანზე ჩასატვირთი მოედნის ნაცვლად, გიკავშირდებათ მენეჯერი, თქვენ უთანხმებთ მას რა ფორმით გინდათ ავტომობილის დაჭრა, რა ნაწილების წამოღება და რა ნაწილების დატოვება გსურთ (იგულისხმება დაზიანებული ავტონაწილები რომლის ტრანსპორტირებაც მეტი ხარჯია ვიდრე სარგებელი) - ამის შემდეგ ფიქსირდება შეკვეთის საფასური ორდერის ფორმატით და ხორციელდება მანქანის დაჭრის/დაშლის სამუშაოები შეკვეთის შესაბამისად. მომსახურების ღირებულება ითვლება კონკრეტული დავალების მიხედვით.

კვირაში რამოდენიმეჯერ ჩვენი მძღოლი ცარიელ კონტეინერში ტვირთავს ნაწილებს მოიდნიდან. კონტეინერი კი იგზავნება ნებისმიერი მიმართულებით.

შესაძლებელია როგორც ერთი მანქანის კონსოლიდირება კონტეინერში ასევე მთლიანი კონტეინერის აღება, რა თქმა უნდა პირობები და ფასები განსხვავებულია.

ხშირად დასმული კითხვები

მიიღე პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე და გამოიყენე ჩვენი გამოცდილება საკუთარი წარმატებისთვის.

ვინ არის დილერი? (ან კონკრეტულად რა იგულისხმება ამ სიტყვაში?)

დილერის არის სფეროში გამოცდილების მქონე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ყოველთვიურად სტაბილურად ყიდულობს გარკვეული რაოდენობის (3,5,10,50,100) აქტივებს.

ვინ არის შიპერი? (ან კონკრეტულად რა იგულისხმება ამ სიტყვაში?)

შიპერი არის ისეთი ტიპის დილერი, რომელიც ყოვეთვიურად ყიდულობს დიდი რაოდენობის აქტივებს. მას აქვს განსაკუთრებული პირობები კომპანიისაგან. თავის მხრივ კი ასრულებს რიგ სამუშაოებს რომელიც სტანდარტულ შემთხვევაში შესრულდებოდა ჩვენ მიერ. აუცილებელია რომ შიპერის მიერ მოწოდებული აქტივების რაოდენობა იყოს საკმარისი კონტეინერების სრულფასოვანი და სწრაფი კონსოლიდაციისათვის.

დაზღვეულია თუ არა ტვირთი(ავტომობილი) ავტომატურად ტრანსპოტირების შეკვეთის დროს?

ავტომობილის დაზღვევა ტვირთად და გადამზიდველის პასუხისმგებლობა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ცნებებია. არ შეიძლება სადაზღვევო ობიექტის ღირებულების ცოდნის გარეშე ამა თუ იმ კომპანიამ პასუხისმგებლობა აიღოს და ტრანსპორტირების ფასში შეიყვანოს აქტივის დაზღვევის ღირებულება. თუ ასეთ შეთავაზებას მოისმენ, გახსოვდეს რომ საქმე გვაქვს საკმაოდ დელიკატურ საკითხთან, რომელიც კარგად გააზრებას საჭიროებს (დასასმელია კითხვა თუ რას გულიხმობს გადამზიდველის მხრიდან თავის პასუხისმგებლობის დაზღვევის ფარგლებში აღებული ვალდებულებები). ხშირად ეს საკითხი იწვევს უთანხმოებას დილერსა და კომპანიას შორის, რადგანაც კომპანია დაზიანების სიხშირიდან გამომდინარე შესაძლოა გარკვეულ შემთხვევებში ფარავდეს უშუალოდ მისი ბრალეულობით გამოწვეულ ზარალებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ტვირთის სრულად დაზღვეულია. ამის გაუაზრებლობა ხშირად თავად დილერებს აყენებს უხერხულ მდგომარეობაში თავიანთ მომხმარებლებთან იმ არასწორი დაპირებების გამო, რომლებიც გაცემულია ამა თუ იმ კომპანიის მხრიდან ბუნდოვან შეთანხმებაზე დაყრდნობით. შესაბამისად, კითხვაზე სწორი პასუხია შემდეგი: გარკვეული პასუხისმგებლობა დაზღვეულია ტრანსპორტირების ფარგლებში მაგრამ ეს არის ზოგადი რისკების 5%, რაც აბსოლუტურად არ ნიშნავს დაზღვეულობას, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით.

თანამშრომლობის რა ეტაპზე შეიძლება მივიღო აუქციონის პირადი ანგარიშები?

თუ აკმაყოფილებ კომპანიაში არსებულ პირობებს პირადი ანგარიშების მიღების თვალსაზრისით, მათი მიღება შეგიძლიათ თანმშრომლობის დაწყებისთანავე.