ტექნიკური
მხარდაჭერის
გუნდი
ტექნიკური
მხარდაჭერის
გუნდი
წლების
განმავლობაში
დაგროვებულ
გამოცდილებაზე
დაყრდნობით
შექმნილი
მომსახურების
სისტემაა,
რომელიც
დილერების
კომფორტისთვის
დავნერგეთ.
მომხმარებელს
შეუძლია
მიიღოს
თითქმის
ნებისმიერ
კითხვაზე
პასუხი
1-დან
3
წუთამდე
ვადაში.
ამასთან,
გუნდს
დილერის
მიერ
სფეროში
ცოდნის
დაგროვების
ფუნქციაც
აქვს.
თანამშრომლები,
რომლებიც
უშუალოდ
ხაზზე
არიან
მომხმარებელთან,
მთლიანი
სისტემის
მხოლოდ
10%-ს
შეადგენენ.
მათი
მჭიდრო
კომუნიკაციის
საფუძველზე
ბექოფისის
თანამშრომლებთან,
საწყობის
ოპერატორებთან,
დისპეჩერებთან
და
ა.შ.
იქმნება
ეფექტური
საკომუნიკაციო
ჯაჭვი,
რაც
საგრძნობლად
ამარტივებს
პროცესებს
ავტოდილერებისთვის.

ფინანსური ოპერაციები

  • ავტომობილის გადახდის მოთხოვნა - კარგო პოლოს ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეგიძლიათ მოგვმართოთ აუცქციონზე შეძენილი ავტომობილის გადახდის თხოვნით
  • გადარიცხული თანხის შემოწმება - თქვენი ფინანსური ოპერაციები ჩვენი გუნდის მეთვალყურეობის ქვეშ მომდინარეობს.
  • ინვოისში ცვლილებების შეტანა

სატრანსპორტო დოკუმენტაცია

  • დოკუმენტის შემოწმება და კორექტირება
  • დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში მისი აღდენა და მონიტორინგი - დოკუმენტაციის სწორად წარმარტთვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია პროცესში. მენეჯერები მუდმივად თვალყურს ადევნებენ შენს დოკუმენტებს.
  • რელიზის/კონოსამენტის მოთხოვნა/შეკვეთა - მომხმარებლების ტექნიკური მხარდაჭერის გუნდი გამტარია დილერსა და კარგო პოლოს ბექ ოფისის ჯგუფს შორის. თქვენი შეკვეთების შესაბამის თანამშრომლებამდე მიტანას საფორთის გუნდი უზრუნველყოფს.

აუქციონები

  • ნებისმიერ საკითხზე აუქციონთან კავშირი (რეზერვის გაგება, თანხის შემოწმება, დოკუმენტაციის დაჩქარება ა.შ).
  • ბიდის განთავსება დილერის მიერ შეთანხმებული პრიორიტეტების მიხედვით - ბიდინგში გამოცდილი გუნდის წევრები შენთვის ყველაზე ეფექტური შედეგებით ითამაშებენ აუქციონზე.
  • აქტივის გადაყიდვა აუქციონზე - იმ შემთხვევაში თუ საკუთარი მანქანის გადაყიდვა გსურს, ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ.

კალკულაციები

  • ტრანსპორტირების დათვლა - ჭკვიანი კალკულატორის გარდა ჩვენს გუნდიც უსწრაფეს დროში დაგითვალოს მომსახურების სრული საფასურს.
  • განბაჟების ან სხვა ხარჯების გამოთვლა/გადამოწმება - ხარჯები სპეციფიკურია ყველა ქვეყნისთვის. სერვისების ფასის დათვლაში ჩვენი გუნდი დაგეხმარება.
  • ექსტრა სერვისების ფასის გამოთვლა - გარდა სტადნარტული სერვისისა, პროცესში შეიძლება გამოჩნდეს დამატებითი, სპეციფიკური მომსახურების გაწევის საჭიროება. საფორთის გუნდთან დეტალების შეთანმხების შემდეგ, მიიღებ მიმსახურების ზუსტ ფასს.

ტრანსპოტირების მონიტორინგი

  • Pick up სტატუსის შემოწმება - პირად კაბინეტში ყოველთვის შეგიძლია შეამოწმო შენი ავტომობილის სტატუსი. სურვილის შემთხვევაში ამ ინფორმაციას ჩვენი მენეჯერები მოგაწოდებენ
  • ჩატვირთვის სტატუსის შემოწმება; კონტეინერის ჩატვირთვისას სპეციფიკური საკითხების გარკვევა.
  • კონსოლიდირების ან ტვირთის მიმართულების კორექტირება - თუ კონფოგურაციის შეცვლა ან მიმღები პორტის ჩაანცვლება დაგჭირდებს, მოგვმართე დასახმარებლად.

დამატებითი სერვისები

  • ნაწილების მიღება ჩადება მანქანაში - შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი საწყობების მისამართებით და სხვადასხვა პლათფორმაზე შეიძინოთ და გამოაგზავნოთ ავტონაწილები.
  • დამატებითი ფოტო/ვიდეო - მიმართე საფორთს თუ კონკრეტული ფოტოს ან ვიდეოს გადაღება გსურს აქტივის ჩატვირთვამდე.
  • დამატებითი შეფუთვა/გადაფუთვა. ავტომობილების მტვრისგან და ჭუჭყისგან დაცვა სპეციალური მატერიალებით.

ხშირად დასმული კითხვები

მიიღე პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე და გამოიყენე ჩვენი გამოცდილება საკუთარი წარმატებისთვის.

რა მიმართულებებს ფარავს საფორთის გუნდი?

საფორთი გიპასუხებთ ნერბისმიერ კითხვაზე რაც დაკავშირებულია ჩვენს სერვისთან. გამონაკლისია მუშაობის პირობები, ფასების ცვლილება, საკრედიტო ხაზი და ისეთი საკითხები, რომლებიც არ არის ტექნიკურ სამუშაო პროცესთან დაკავშირებული. ამისათვის თქვენ პირადი ექაუნთ/გაყიდვების მენეჯერი გყავთ, რომელიც ასევე არის საფორთის ჯგუფის შემადგენლობაში.

რა სამუშაო გრაფიკი აქვს ტექნიკური მხარდაჭერის გუნდს?

საფორთში მუშაობს თანამშრომლების 2 ჯგუფი: 1.10:00-დან 18:00-მდე 2.16:00-დან 02:00-მდე. ასე რომ, სამუშაო დღეების განმავლობაში 10:00-02:00 დროის პერიოდში შეგიძლია ნებისმიერ კითხვით მიმართო საფორთს.

იღებს თუ არა კომპანია პასუხისმგებლობას მომხმარებლის მხარდაჭერის გუნდის მოწოდებულ ინფორმაციაზე ან მითითებებზე?

კომპანია 100%-იან პასუხისმგებლობას იღებს საფორთის თანამშრომლის ქმედებასა და გაცემულ ინფორმაციაზე.

თუ ვერ შევეწყვე საფორთის არსებულ გუნდს, არის თუ არა მათი შეცვლის შესაძლებლობა?

დიახ, ჩვენს საფორთის გუნდში არის 10-მდე ჯგუფი და შესაძლებელია სხვა ჯგუფთან გადასვლა. გარდა ამისა, სერვისების განვითარების დეპარტამენტი კვარტალურად ახორციელებს დილერების გამოკითხვას. თქვენ შეგიძლიათ კონკრეტული მენეჯერების მუშაობა შეაფასოთ პირადი კაბინეტიდან რაც რა თქმა უნდა იქნება გათვალისწინებული კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან.